აიტი-აუთსორსინგი

კომპანიისთვის თანამედროვე IT-ინფრასტრუქტურა წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს წარმატებული ბიზნესის მართვისათვის და კონკურენციის გასაწევად. კომპიუტერული სისტემის შესაქმნელად კი საჭიროა სათანადო კვალიფიკაციის მქონე IT-სპეციალისტის აყვანა, რაც ზედმეტი ხარჯია ორგანიზაციისთვის.

IT-დეპარტამენტის შექმნის ან IT-თანამშრომლის აყვანის/შენახვის ალტერნატივაა აიტი-აუთსორსინგი. ჩვენ ავიღებთ საკუთარ თავზე თქვენი IT-ინფრასტრუქტურის ტექნიკურ მხარდაჭერას.

აიტი-აუთსორსინგის საფასური

თუ თქვენ გაქვთ პატარა ორგანიზაცია, თქვენ შეგიძლიათ გამოთვალოთ მომსახურების საფასური ჩვენს კალკულატორზე.

თუ კი თქვენი სტრუქტურა უფრო რთულია ან თქვენ გესაჭიროებათ მომსახურების განსხვავებული პირობები, გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა ან დაგვირეკეთ და მიიღებთ აიტი-აუთსორსინგის პერსონალურ გამოთვლას.

აიტი-აუთსორსინგის ეფექტურობა

კონკრეტული IT-ინფრასტურქტურის მომსახურების საფასური დამოკიდებულია მის მასშტაბზე და სირთულეზე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ის მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე საშტატო ერთეულის შენახვა.
ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ გრაფიკი სადაც ნაჩვენებია სხვაობა, თუ რამდენი ჯდება საშტატო ერთეულის შენახვა და ჩვენი IT-აუტსორსინგის მომსახურება.

ინფრასტრუქტურა: 10 სამუშაო სტანცია (პერსონალური კომპიუტერი), 1 სერვერი და 2 ქსელური მოწყობილობა.

აიტი-აუთსორსინგის დიაგრამა

ესეთი კომპანიის მხარდაჭერის ტარიფი თვეში შეადგენს საშუალოდ 380 ლარს და საშტატო თანამშრომლის შენახვა 700 ლარიანი ანაზღაურებით, ყველა საჭირო გადასახადის გადახდის შემდეგ, დაგიჯდებათ უკვე 1100 ლარი.
ამავე დროს აიტი-აუთსორსინგს, საშტატო თანამშრომელთან შედარებით, აქვს რამოდენიმე უპირატესობა:

აიტი-აუთსორსინგის საფასურის დაანგარიშება

სტანდარტული მაქსიმალური
ფასი
გეგმიური გამოსვლა 2 4
სასწრაფო გამოსვლა 2 ულიმიტო
IT-ინფრასტრუქტურის დიაგნოსტიკა + +
სამუშაო ადგილის მხარდაჭერა + +
ქსელური მოწყობილობის მხარდაჭერა + +
პერიფერიული მოწყობილობის მხარდაჭერა + +
IT-ინფრასტრუქტურის მუშაობის მონიტორინგი - +
IT აუდიტი - +